მარანი კონდოლის ვენახები მწვანე-ქისი
მევენახეობის მხარე: |
კახეთის მევენახეობის ზონა |
კლიმატი: |
ზომიერი კონტინენტალური |
ღვინის კატეგორია: |
ერთი ვენახის ღვინო |
ყურძნის ჯიში: |
მწვანე 50% ქისი 50%. |
ყურძნის წყარო: |
100% კონდოლის ვენახი მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო. |
მოსავლიანობა: |
6-7 ტონა ჰა-ზე. |
ღვინის ტიპი: |
თეთრი მშრალი მოსავლის ღვინო |
დავარგება: |
მზადაა ახლაც, მაგრამ რამოდენიმე წლის დაძველებით არომატის ტონალობა გაიზრდება თაფლის და მშრალი ხილის მიმართულებით. |
ღვინის ანალიზი: |
ალკოჰოლი: 13,5%; ტიტრული მჟავიანობა 6 გ/ლ; |
|
ვინიფიკაცია
აგვისტოს თვეში, შეთვალების დასაწყისში კონდოლის ვენახის შერჩეულ ნაკვეთებში, მწვანე-კ.05 და ქისი-კ.05, ჩატარდა მწვანე რთველი ანუ ვაზიდან მოიკრიფა მკვახე ყურძენი იმ გათვლით, რომ საჰექტრო მოსავლიანობა შემცირებულიყო 7 ტონამდე. ეს თავის მხრივ ზრდის ვაზზე დარჩენილი მტევნის ხარისხს და საგემოვნო თვისებებს. სექტემბრის ბოლოს ყურძენი შერჩევით მოიკრიფა პატარა ზომის ყუთებში, მარანში კიდევ ერთხელ გადაირჩა, გაცივდა +4°C –მდე და შემდეგ გამოიწნეხა პნევმატურ წნეხში. დუღილი წარიმართა მტევნის მარცვლებზე არსებული ბუნებრივი საფუარის მეშვეობით 13-14°C-ზე, რათა მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ყურძნის ბუნებრივი სურნელი და არომატი. დადუღების შემდგომ 5 თვის განმავლობაში ღვინო ძველდება საკუთარ ლექზე და სისტემატური დარევით უმჯობესდება მისი სტრუქტურა. მინიმალური ფილტრაციის შემდგომ ღვინო ჩამოისხა და კიდევ რამოდენიმე თვე ძველდებოდა მარანში.
ორგანოლეპტიკა
ფერი: |
ღია ოქროსფერი მწვანე ელფერით. |
სურნელი: |
მწვანეს მინდვრის ყვავილების და ქისის ტკბილი და მწიფე ხილის სურნელი, ორგანულადაა შერწყმულ-შეზავებული ერთმანეთთან. |
გემო: |
სრულია, წარმოჩენილია ორივე ყურძნის ჯიშური არომატებით. დაგემოვნება ძლიერი და ხანგრძლივი ატმის და ნექტარინის (ქისი) ტონებით, შეზავებული ქორფა ციტრუსის (მწვანე) მსუბუქი ელფერით. |
|
|
|
|