მარანი ნაფარეული
წარმოშობა: |
კახეთის მევენახეობის მხარე |
ადგილწარმოშობა: |
ნაფარეულის მევენახეობის სპეციფიური ზონა |
კლიმატის ტიპი: |
რბილი კონტინენტალური |
ღვინის კატეგორია: |
ადგილწარმოშობის ღვინო |
ყურძნის ჯიშები: |
საფერავი 100% |
ყურძნის წყარო: |
100% ნაფარეულის მევენახეობის სპეციფიური ზონა, მდინარე ალაზანის მარცხენა ნაპირი. |
მოსავლიანობა: |
8 ტონა ჰა-ზე. |
ღვინის ტიპი: |
წითელი მშრალი ადგილწარმოშობის. |
ღვინის ანალიზი: |
ალკ:.13,5 % ნარჩენი შაქარი:<4 გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა 4,5-5,5გ/ლ. |
ვინიფიკაცია
სიმწიფის პიკზე ყურძენს ხელით ვკრეფთ. კლერტის ფრთხილად გაცლისა და დაწურვის შემდეგ იწყება დუღილი უჟანგავ ფოლადის რეზერვუარებში კონტროლირებად ტემპერატურაზე (23-28 °C). ფერმენტაცია მიმდინარეობს კულტურული საფუარით, დელესტაჟისა და რემონტაჟის მეთოდების გამოყენებით. 12-14 დღიანი მაცერაციის შემდეგ ღვინო იხსნება სუფთად და გადადის ვაშლრძემჟავა დუღილის და 8-10 თვიანი დაძველებისთვის 225ლ მუხის კასრებში. შემდგომი დავარგება მიმდინარეობს უჟანგავ ფოლადის ცისტერნებში, ხოლო ჩამოსხმის შემდგომ ბოთლებში ოპტიმალურ ტემპერატურაზე.
ორგანოლეპტიკა
ფერი: |
ღრმა წითელი ფერი. |
სურნელი: |
რთულ და კომპლექსურ ბუკეტში წინა პლანზე აწამოწეული, სანელების, თამბაქოს ფოთლის, მენთოლის და თუთის არომატები. |
გემო: |
მწიფე, მრგვალი, ელეგანტური გემო, ალუბლის, კედარის, მენთოლის, ძირტკბილას და შოკალადის ტონალობით. მტკიცე და მწიფე ტანინები მიუთითებს ხანგრძლივ დაძველების პოტენციალს, და იმავდროულად მშვენივრადაა გაწონასწორებული ხანგრძლივ დაგემოვნებაში. |
|
|
|