მარანი მუკუზანი
მევენახების მხარე: |
კახეთის მევენახეობის მხარე |
ადგილწარმოშობა: |
მუკუზანის მევენახეობის სპეციფიური ზონა |
კლიმატი: |
ზომიერი კონტინენტალური |
ღვინის კატეგორია: |
ადგილწარმოშობის ღვინო |
ყურძნის ჯიში: |
საფერავი 100% |
ყურძნის წყარო: |
100% მუკუზანის მევენახეობის სპეციფიური ზონა, მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო. |
მოსავლიანობა: |
8 ტონა ჰა-ზე. |
ღვინის ტიპი: |
წითელი მშრალი ადგილწარმოშობის. |
ღვინის ანალიზი: |
ალკოჰოლი: 13,0 %; ნარჩენი შაქარი < 3 გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა 5,5გ/ლ. |
|
ვინიფიკაცია
სიმწიფის პიკზე მყოფი ყურძენი იკრიფება ხელით. კლერტის ფრთხილად გაცლასა და დაწურვას მოსდევს კონტროლირებად ტემპერატურაზე (23-28 °C) დუღილი უჟანგავ ფოლადის რეზერვუარებში. ფერმენტაცია მიმდინარეობს კულტურული საფუარით, დელესტაჟისა და რემონტაჟის მეთოდების გამოყენებით. 12-15 დღიანი მაცერაციის შემდეგ ღვინო იხსნება სუფთად და გადადის 225 ლ მუხის კასრებში ვაშლრძემჟავა დუღილის და 8-10 თვიანი დაძველებისთვის. შემდგომი დავარგება მიმდინარეობს უჟანგავ ფოლადის ცისტერნებში და ჩამოსხმის შემდგომ კი – ბოთლებში ოპტიმალურ ტემპერატურაზე.
ორგანოლეპტიკა
ფერი: |
მუქი წითელი, აგურისფერი ციალით. |
სუნი: |
სურნელში დომინირებს მაყვალი და ლეღვის ჩირი შავი პილპილის მსუბუქი ელფერით. |
გემო: |
გემო სრული და მდიდრული, მაყვლის, ღოღნოშოს და ლეღვის ჩირის დომინირებით, ჰარმონიულად გადადის მდგრად და ხანგრძლივ ხილიან დაგემოვნებაში. |
|
|
|