მარანი საფერავი კაბერნე
მევენახეობის მხარე: |
კახეთის მევენახეობის მხარე |
კლიმატის ტიპი: |
ზომიერი კონტინენტალური |
ღვინის კატეგორია: |
რეგიონალური ღვინო |
ყურძნის ჯიში: |
საფერავი 50%; კაბერნე სოვინიონი 50% |
ყურძნის მოსავლის წყარო: |
კახეთის რეგიონი. |
ყურძნის მოსავლიანობა: |
8-10 ტონა ჰექტარზე. |
ღვინის ტიპი: |
წითელი მშრალი. |
ღვინის ანალიზი: |
ალკ.13 % ნარჩენი შაქარი: <3 გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა: 5-6 გ/ლ. |
ვინიფიკაცია
სიმწიფის პიკზე ყურძენი იკრიფება ხელით. კლერტის ნაზად გაცლასა და დაწურვას მოსდევს უჟანგავ ფოლადის ცისტერნებში კონტროლირებად ტემპერატურაზე(23-28°C) მიმდინარე დუღილი, რომლის დროსაც გამოიყენება დელესტაჟისა და რემონტაჟის მეთოდები. 8-10 დღიანი მაცერაციის შემდეგ, ღვინო სუფთად იხსნება ლექიდან და გადადის სხვა რეზერვუარში მეორადი (ვაშლრძემჟავა) დუღილისათვის. ღვინის 90% ძველდება უჟანგავ ფოლადის ცისტერნებში, ხოლო 10% ფრანგულ კასრებში 4 თვის მანძილზე. საბოლოო კუპაჟირება ხდება 5 თვის თავზე.
ორგანოლეპტიკა
ფერი: |
მუქი წითელი ფერის. |
სუნი: |
ბუკეტი წარმოდგენილია ორივე ჯიშისათვის დამახასიათებელი ხილისა და სანელებლების არომატებით. ალუბლისა და შავი მოცხარის სურნელი შეზავებულია ბალახების, მენთოლისა და ვანილის ტონებთან. |
გემო: |
გემო მეტად ინტენსიურია, წითელი ხილის მურაბების, ჟოლოს, მუხის ტონალობით და ხავერდოვანი დაგემოვნებით. |
|
|
|
|